სელის თესლი, ჰიმალაის მარილი და ყავისფერი შაქარი

მე ვთვლი, რომ  სამედიცინო ბლოგზე რამე თუ  კი უნდა დაიწეროს, იგი აუცილებლად  პაციენტის ინტერესის სფეროდან უნდა მომდინარეობდეს.  როგორც დავაკვირდი, ჩემს პაციენტთა და ნაცნობ ადამიანთა უმეტესობას აქვს მეტნაკლებად მსგავსი კითხვები. არ ვიცი როგორ, მაგრამ ფაქტია, რომ ყველამ ერთხმად აიტაცა  სელის თესლი, ჰიმალაის მარილი და სხვა დანარჩენი.

 მოკლედ, ხშირად ამა თუ იმ პროდუქთა სარგებელზე საუბარი “მოდურია”, აი მაგალითად რატომ არავინ არ საუბრობს აქტიურად სეზამის მარცვლებზე, ისინი ნაკლებად სასარგებლო გვგონია?!

მოდით, დავაკმაყოფილოთ უმეტესობის ინტერესი და   მოკლედ განვიხილოთ  ზემოაღნიშნული პროდუქტები:

 სელის თესლი- მოყავისფრო- მოოქროსფერო მარცვალს წარმოადგენს, რომელიც საკვების სახით ჯერ კიდევ 3000 წლის წინ გამოიყენებოდა. რატომ გახდა ის ასეთი პოპულარული?

  • იგი ანთების საწინააღმდეგო და ორგანიზმის დიდ მეგობარს ომეგა 3-ს შეიცავს, თუმცა ეს უკანასკნელი განსხვავდება თევზეულის ომეგა 3-სგან.
  • იგი   ბოჭკოს  შეიცავს. ბოჭკო კი გახლავთ რთული  ნახშირწყალი, რომლის მონელება საკმაოდ რთულია, ამრიგად ნაწლავი საკმაოდ აქტიურად მუშაობს მის მოსანელებლად, შედეგად ძლიერდება პერისტალტიკა და მონელებული მასა რბილდება. ეს  ცხადია მის  ევაკუაციას უწყობს ხელს. ამრიგად,  ბოჭკოვანი პროდუქტი შეკრულობისას საკმაოდ ეფექტურად მოქმედებს.
  • იგი ანტიოქსიდანტებს- ლიგნანებს შეიცავს, ანტიოქსიდანტი კი ყველას მოგეხსენებათ რამდენად სარგებლიანია დაბერების საწინააღმდეგო, ჯანსაღი უჯრედების მდგრადობისა და პოტენციური სიმსივნური  უჯრედების განადგურების მხრივ! ხმამაღალი ნათქვამია, რომ იგი სიმსივნეს ებრძვის, თუმცა არც ბევრი უკლია. დაავადების  პრევენციის ხელშეწყობა ხომ  დიდი საქმეა!
  • ლიგნანები და სხვა ანტიოქსიდანტები “ფიტოესტროგენის” როლში გვევლინება ! ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, მენოპაუზის პერიოდში ესტროგენების სრული ან თითქმის სრული უკმარობის დროს ფიტოესტროგენი როგორი შვების მომტანია, ხშირ შემთხვევაში .

 ჰიმალაის მარილი წარმოადგენს პაკისტანური ქვის მარილს, რომელიც მინერალების შემადგენლობიდან გამომდიანრე იღებს მოვარდისფრო ელფერს, არის კი იგი უფრო ჯანსაღი?

გააჩნია რას ვუწოდებთ “ჯანსაღს”. თუ კი ჩვენ არტერიული ჰიპერტენზიის გვეშინია, და ამიტომ ჩვეულებრივ მარილს ჰიმალაის მარილით ვანაცვლებთ- სულ ტყუილად! ისინი ორივე თანაბრად შეიცავს ნატრიუმის ქლორიდს, (97%) რომელიც შემდგომ წყლის შეკავებასა და არტერიული წნევის მატებას იწვევს, თუმცა მოაქვს კი სარგებელი ჰიმალაის მარილს? დიახ, რადგან იგი უფრო მეტ კეთილ მინერალებს კალიუმს, მაგნიუმსა და კალციუმსაც შეიცავს.

წარმოების თავლსაზრისით კი ტრადიციული მარილი უფრო რაფინირებულია და გარკვეულ დანამატებსაც შეიცავს, რასაც ჰიმალაის პროდუქტზე ვერ ვიტყვით, თუმცა არის კი ეს ასეთი მნიშვნელოვანი?  ეს დანამატები ზიანის მომტანი ნაკლებადაა, ჩვენი მტერი ნატრიუმის ქლორიდი ორივე მარილშია !

 ყავისფერი შაქარი ტროპიკული ლერწმისგან მიღებული ტკბილი ნაწარმია.

ჩვენ უკვე მივუძღვენით ერთი ბლოგ-პოსტი ამ თემას, თუმცა აქაც სიამოვნებით გავიმეორებ და გავცემ პასუხს კითხვას :

-არის კი განსხვავება ყავისფერ და თეთრ შაქარს შორის?- დიახ, არის  განსხვავება  ფერსა და ფასში. კალორიულობის თვალსაზრისით კი უნდა დაგამწუხროთ, განსხვავება მათ შორის ძალიან მწირია! 

ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გავარჩიოთ აქტუალური საკითხვები, თუ კი სხვა ასეთი მოდური პროდუქტით ხართ დაინტერესებულნი , გთხოვთ მომწეროთ! სიამოვნებით გავარჩევ თქვენთან ერთად..

წარმატებულ დღეს გისურვებთ!

2 კომენტარი

    1. მოგესალმებით, მე ამ პროდუქტის წარმოებასთან არანაირი კავშირი მაქვს, ამრიგად ამ ინფომარციას ვერ მოგაწვიდთ.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ზეინაბი კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

− 4 = 3