საზიანოა თუ არა “პროტეინის” მიღება ჯანმრთელობისთვის ?

მას  “პროტეინის” სახელით ვიცნობთ, თუმცა ცოტახნით ვუწოდოთ ქართული სახელი- სავარჯიშო ცილა. როგორც წესი, ისინი ფხვნილის სახით იწარმოება და შემდეგ, გემრიელი არომატიზატორების თანხლებით, კოქტეილის სახით იყიდება. მათი მოხმარებით მეტწილად აქტიურად მოვარჯიშე მამაკაცები არიან დაინტერესებულები.

მოდით, მოკლედ განვიხილოთ სავარჯიშო ცილოვანი კოქტეილი სამედიცინო კუთხიდანაც.

დადებითი მხარე:

1.კუნთოვანი მასის მატება

სავარჯიშო ცილოვანი კოქტეილი ძირითად შემთხვევაში 3 ესენციურ (შეუცვლელ) ამინო მჟავას შეიცავს: ლეიცინი, იზოლეიცინი და ვალინი (თუმცა არსებობს სხვა ვარიანტებიც). ეს ამინომჟავები საკმაოდ ეფექტურად ახდენენ ცილის შემნახველი და მიმტაცებელი ჩონჩხის კუნთების ზრდას.

2.წონაში კლება

გარდა, მოხდენილი კუნთებისა ცილოვანი კოქტეილები წონის კლებას უწყობს ხელს. როგორც წესი, ცილოვანი კოქტეილის აქტიური მოხმარების დროს  ნახშირწყლის მირთმევა დროებით შეზღუდულია. თუ კი ორგანიზმს არ აქვს ნახშირწყალი, იგი  გადადის რიგით მეორე ენერგიის წყაროს- ცხიმის “წვაში”, რაც არის კიდეც წონაში კლების მიზეზი. 1 გრამი ცხიმის დაშლა 9 კკალორიას იძლევა. თუმცა, ფრთხილად სავარჯიშო კოქტეილის გახანგრძლივებული მიღება კეტონების წარმოქმნას იწვევს!  დიდი რაოდენობის კეტონები კი ჩვენი მეგობარი არაა.

3.LDL ქოლესტერინის შემცირება

ჟურნალში “British Journal of Nutrition”   გამოქვეყდა მონაცემები, მასზედ რომ ცილოვანი კოქტეილების მიღება ყველაზე დიდი მტრის საერთო ქოლესტერინში შემავალი დაბალი სიმკვირივის ლიპოპროტეინების შემცირებას უწყობს ხელს. თუმცა, მეორე მხრივ არსებობს ამის გამომრიცხავი მოსაზრებაც, თუ კი  კოქტეილში დამატებულია შაქარი და ტრანსცხიმი.

 რაც შეეხება უარყოფით მხარეს: 

1 .გვერდითი მოვლენები:

კუჭის ტკივილი, დაღლილობა, გულისრევა, თავის ტკივილი.

2. ცილოვან კოქტეილში არსებული სხვა ნუტრიენტები

აღმოჩნდა, რომ  ზოგიერთ ცილოვან კოქტეილში ცილის გარდა შაქარიც დიდი რაოდენობითაა, ამრიგად ისინი მაღალი კალორიულობით გამოირჩევა და შესაბამისად, წონის მატების ტენდენციას აჩენს, არა თუ პირიქით, რასაც ელოდება მომხმარებელი. ამრიგად, აუცილებელია დავაკვირდეთ შემადგენლობას.

3. შედარებით ახალი რისკის ფაქტორი -ტოქსიკური ნივთიერებები

ავტორიტეტული ორგანიზაცია “Clean label project”-ის ფარგლებში ჩატარდა კვლევა, რომლის შედეგად  აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი წარმოების ცილოვანი კოქტეილი დანამატების სახით ტოქსიკურ ნივთიერებებს – კადმიუმს, ტყვიასა და ვერცხლისწყალს შეიცავდა. საბედნიეროდ, ეს არ ეხებოდა ყველა ანუ 134-ვე ცილოვან კოქტეილს, რომელიც იქნა გამოკვლეული. შეგიძლიათ ზუსტად ნახოთ მომწამვლავი ნივთიერებების ზუსტი რაოდენობები  აქ დაჭერით.

როგორც თავად დარწმუნდით, ცილოვანი კოქტეილის სარგებელი და ზიანი მეტწილად დამოკიდებულია მწარმოებელის კეთილსინდისიერებაზე. თუ კი ისინი წმინდა ცილას შეიცავს და ვიყენებთ ზომიერების ფარგლებში, ნუ ჩათვლით მას საზიანო პროდუქტად, თუმცა თუ კი ზემოაღნიშნული ტოქსიკური ელემენტებიც უმშვენებს  კოქტეილს გვერდს, მაშინ იგი ცალსახად მავნე პროდუქტების სიას ეკუთვნის!

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

80 − 73 =