საკვები პროდუქტები, რომელიც უძილობას ებრძვის!

ჩვენ გარშემო ბევრი ისეთი ადამინია, რომელიც უძილობას მრავალი პრეპარატით ებრძვის, თუმცა ხშირ შემთხვევაში, უშედეგოდ. შესაძლოა, საკვებმა პროდუქტმა დიდი სასწაული არ მოახდინოს, მაგრამ ხომ აუცილებლად ხელს შეუწყობს ძილის პრობლემის მოგვარებას?! ამრიგად, თუ კი უძილობა თქვენი ცხოვრების არასასურველი მეგზურია, დროა, დაუმეგობრდეთ ქვემოთ ჩამოთვლილი საკვებ პროდუქტებს. მაშ ასე:

1. ჰუმუსი

საქართველოსი მუხუდოსგან დამზადებული ეს გემრიელი კარაქისებრი პროდუქტი არც ისე პოპულარულია, თუმცა შესაძლოა ეს გემრიელობა უფრო ცნობადი და მოთხოვნადი გახდეს, თუ კი გაიგებთ რომ მუხუდოსა და  ჰუმუსში საკმაო რაოდენობითაა ამინო მჟავა -ტრიპტოფანი, იგი ბედნიერების ჰორმონის სეროტონინის წინამორბედია. სეროტონინი კი ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ძილის რეჟიმის მოწესრიგებაში. ჰუმუსის გადასმა თბილ პურზე შეგიძლიათ. 

2. ალუბალი

არც მეტი, არც ნაკლები ალუბალი ძილის ჰორმონს, მელატონინს შეიცავს.  იმისთვის, რომ საკმარისი რაოდენობის მელატონინი დავაგროვოთ, აუცილებელია სულ მცირე 7 დღე მაინც მივირთვათ ალუბალი. ზოგიერთი ექიმის თქმით, ალუბალსა და ვალერიანს მსგავსი გავლენა აქვს დამშვიდებაზე. თუ კი ალუბლის მოყვარული ხართ, 2 კურდღელს დაიჭერთ, გემრიელადაც მიირთმევთ და დაიძინებთ! პ.ს ამ დროს, სასურველია მოტკბო ალუბლის მირთმევა.

3. ნუში

ჩვენ უკვე წინა პოსტებში ვისაუბრეთ, რომ თხილეული და განსაკუთრებით ნუში მაგნიუმს შეიცავს, რომლის მომადუნებელი გავლენა ძილს ნამდვილად დაეხმარება!

4. კივი

თითქმის ყველასთის საყვარელი ეს ტროპიკული ხილი სეროტონინთან ერთად დიდი ოდენობით ანტიოქსიდანტს შეიცავს.ისინი ერთობლივი ძალებით კი ძილს უწყობენ ხელს.

5. ისპანახი

ბლოგის წინა პოსტში აღვნიშნე, რომ ისპანახი მაგნიუმის უბადლო წყაროა, თუმცა იგი კალციუმსაც შეიცავს. აღმოჩნდა, რომ კალციუმი, სხვა თვისებებთან ერთად, თავის ტვინს  ტრიპტოფანის (მელატონინისა და სეროტონინის წინამორბედი) ათვისებაშიც მნიშვნელოვნად ეხმარება. ამიტომ არსებობს ეჭვი მასზედ, რომ კალციუმის უკმარისობამ შესაძლოა ძილის დაღვევებიც გამოიწვიოს. 

ამ სიაში , ბევრთა გასაკვირად ვერაფრით ვერ მოხვდება ალკოჰოლი, თუმცა ადამიანთა დიდ რაოდენობას ალკოჰოლი ჩაძინებაში გენიალურად ეხმარება, მეორეს მხრივ კი დაძინებამდე 1 საათით ადრე მიღებული ალკოჰოლი , ბიოქიმური გარდაქმნიდან გამომდინარე,  პირიქით- ჩაძინებას ხელსაც კი უნდა უშლიდეს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც თეორია დიდად არ თანხვდება პრაქტიკას.

დაიმახსოვრეთ, სწორი, ჯანსაღი, საკმარისი ოდენობის ძილი ისევე სასიცოცხლოდ აუცილებელი რამაა, როგორც კვება, ფიზიკური ვარჯიში, წყლის სმა და ა.შ. და კიდევ, არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ უძილობა წონის მატებას ერთმნიშვნელოვნად უწყობს ხელს!

მშვიდ ძილს გისურვებთ!

 

2 კომენტარი

    1. გამარჯობა, გულნაზი. კორსიზის და სხვა მცენარეული დამამშვიდებლის მიღება ამ მიზნით თავისუფლად შესაძლებელია, თუ კი არ გაქვთ აუტანლობა ან ალერგია მათში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ნესტან ბოსტოღანაშვილი კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

+ 89 = 93