როგორ ვუშველოთ მენოპაუზის “ალებს”?

მენოპაუზური ალები იყო, არის და იქნება ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო გამოვლინება, რომელსაც მენოპაუზის პერიოდში მყოფი ყოველი მე-2 ქალი უჩივის. ისინი მოგვმართავენ ჩვენ ექიმებს, თუმცა ხშირად ჩვენც უძლურნი ვართ, რამე მოვიმოქმედოთ, მენოპაუზის კლინიკური გამოვლინებები ხომ  ფიზიოლოგიურია?!

ხშირად, პაციენტი თვითნებურად გადაწყვეტს, მიიღოს ანტიდეპრესანტური საშუალებები. ასეთი პაციენტების დიდი ნაწილი ანტიდეპრესანტების მიღებას მაშინ წყვეტს, როდესაც გაუხარდებათ. ჩვენ, ექიმები მათ ყოველთვის ვაფრთხილებთ, მათი ასეთი სახით მოხმარება დაუშვებელია! 

როგორც ცნობილია, მენოპაუზის დროს მკვეთრად ეცემა ქალური ჰორმონი -ესტროგენი, თავისი მეტაბოლიტებითურთ, რაც არის კიდეც ალების, უხასიათობის, გაძლიერებული მადის, მტკივნეული სქესობრივი ურთიერთობის მიზეზი. თითქოს მარტივია, ამ დროს ჩანაცვლებითი სახით ესტროგენის დანიშვნა, ამით ამ სიმპტომებს ნამდვილად შევებრძლებით, თუმცა  მთელმა რიგმა კვლევებმა აჩვენა,  რომ ამგვარი მკურნალობა ძუძუსა და საშვილოსნოს კიბოს რისკს მნიშვნელოვნად ზრდის, თანამედროვე კვლევებმა ნაწილობრივ ეს უარჰყო, ამიტომ ეს საკითხი დავის საგნად რჩება!

ამრიგად, არსებობს ესტროგენის მონათესავე ჯგუფი- მცენარეული ანუ ფიტოესტროგენი, რომელიც იმავე რეცეპტორებთან ურთიერთობს, რომელთანაც თავად აქტიური ესტროგენი თავის დროზე. ამ რეცეპტორებთან შეკავშირების შემდგომ მცირდება ალებსა და სხვა მენოპაუზურ სიმპტომებზე პასუხისმგებელი – მალუთეინიზირებელი ჰორმონის გამოყოფაც (ამ ჰორმონის გამოყოფაზე პასუხისმგებელი ენდოკრინული ჯირკვლების მმართველი- ჰიპოფიზი გახლავთ). აქ არც თუ ისე რთული ლოგიკაა: მცირდება გონადოტროპული მალუთეინიზირებელი ჰორმონის გამოყოფა- მცირდება ე.წ ვეგეტოდისტონიური გამოვლინებებიც.

მენოპაუზის ასაკის მქონე  ქალთა გარკვეული ნაწილი ცალსახად ემადლიერება ფიტოესტროგენებს, თუმცა მათი მოქმედება და მსუბუქი რისკ-ფაქტორები ფრიად ინდივიდუალურია,  ამიტომ  მათი მიღება   ექიმთან უნდა შევათანხმოთ! ყველაზე პოპულარული ფიტოესტროგენი ციმიციფუგა გახლავთ, რომელსაც მრავალი  ფიტოპრეპარატი შეიცავს.  ფიტოესტროგენები  შეგვიძლია ნატურალური პროდუქტის სახითაც მივიღოთ.

ფიტოესტროგენი შედის შემდეგი საკვები პროდუქტების შემადგენლობაში:

1.თხილეული- სეზამის მარცვლები, ნიგოზი, ნუში, მზესუმზირის მარცვლები!

2. სოიო და სოიოსგან დამზადებული ყველა პროდუქტი

3.ხილი-ბროწეული, მარწყვი, ყურძენი,  ვაშლი, სტაფილო!

4.ბოსტნეული- ოსპი, ბრუსელის კომბოსტო

5. მარცვლეული- ქერი (ე.წ”პერლოვი”), შვრია.

6.სასმელი-ლუდი, წითელი ღვინო, ბურბონი, ყავა.

 

სამწუხაროდ, ფიტოესტროგენი ყველა ქალზე თანაბრად როდი მოქმედებს?! ალებთან შესაბრძოლებლად არსებობს სხვა უამრავი ხალხური და ნაცადი მეთოდებიც, მათი გაზიარება ცხადია მისასალმებელია, მაგრამ რაც არ უნდა უსაფრთხოდ ჟღერდეს, მათი საკუთარ თავზე გამოცდა დაუშვებელია ექიმთან შეთანხმების გარეშე.

ნაკლებ ალებს გისურვებთ!  🙂

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

76 − = 68