როგორ ვიკვებოთ გრიპის დროს?

გრიპი ბოლო თვის ყველაზე აქტუალური თემაა, იწერება უამრავი სტატია იმაზე, თუ როგორ ავიცილოთ იგი თავიდან. თუმცა თუ კი მაინც მოგვიწია მასთან გამკლავება, აუცილებელია ვიცოდეთ, თუ როგორ ვიკვებოთ დასნებოვნების დროს..ხშირად ვიცავთ წესებს, ვიკვებებით ჯანსაღად, მაგრამ ხომ უნდა ვიცოდეთ რა სარგებელი მოაქვს ზოგიერთ პროდუქტს ამ დროს?!

  1. ბევრი ცხელი ჩაი!

–  რატომ ?

–  რადგან ფიზიოლოგიური ხსნარისა არ იყოს, ცხელი სასმლის მიღება სისხლის მოცულობას ზრდის , შესაბამისად ვიღებთ უფრო განზავებულ სისხლს, რომელშიც გრიპის (და ზოგადად სხვა) ვირუსის კონცენტრაცია და თანაფარდობა იკლებს, ამით მის რაოდენობასა და სიძლიერეს, თავისთავად ცხადია, ვასუსტებთ. გარდა ამისა, ოფლიანობისა და  ცხვიდან გამონადენის ხარჯზე  ბევრ წყალს ვკარგავთ, მაშასადამე არასასურველი დეჰიდრატაციისკენ მივდივართ, ამრიგად ამაზე  სითხეების მირება იზრუნებს ! მოერიდეთ კოფეინის შემცვლელ ყავას, ბუნებრივია, ამ პერიოდში იმუნიტეტის მტარვალი- ალკოჰოლოსგანაც შორის უნდა დავიჭიროთ თავი!

ჩაი ერლ-გრეი

2.  ლიმნისა და თაფლის დუეტი

–  რატომ?

–  რადგან თაფლი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომლის ფუნქცია ვირუსსა და მის ტოქსინებთან შებრძოლებაა, ანტიოქსიდანტები ფარივით ამოეფარება ჩვენს იმუნურ სისტემას და მთელი ძალით ებრძვის ვირუსულ ტოქსინებს.  ლიმონი კი არამხოლოდ ვიტამინი c -ს წყაროა, არამედ საკმაო რაოდენობის მაგნიუმსა და კალიუმს შეიცავს, აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, არის ღვიძლის დიდი თანამოაზრე ორგანიზმის “დასუფთავების” საკითხში. იგი იმუნიტეტის მორიგი მეგობრის – ფლავანოიდების შეცველიც გახლავთ. ლიმონთან ერთად მისასალმებელია სხვა ტროპიკული ხილი და კენკრა.

3. ცილით მდიდარი საკვები

–  რატომ?

–  რადგან ცილა მოგეხსენებათ მნიშვნელოვან როლს თამაშობს იმუნოგლობულინის ანუ ვირუსთან შემბრძოლველი ჯარის- ანტისხეულების სინთეზში. ერთ-ერთი  ყველაზე ჯანსაღი ცილის მაგალითი  კი ზოგისთის ყველაზე საყვარელი, ზოგისთვის კი ნაკლებ მოსაწონი- თევზეულია, იგი ცილასთან ერთად მნიშვნელოვან მინერალებითაცაა გამდიდრებული. ქათმის ბულიონს კი ფანტასტიურად შეუძლია როგორც ნახველთან შებრძოლება, ისევე “გაჭედილი ცხვირის” სინდრომის მოხსნაც. 

4. თუთია და სელენიუმი

ზოგადად,  მნიშვნელოვანი მიკრო- და მაკროელემენტების მიღება რომ მისასალმებელია ეს არახალია, მაგრამ გრიპისა და გაციების ჟამს, მოდით განსაკუთრებული ყურადღება მაინც თუთიასა და სელენიუმს მივანიჭოთ. ორივე მათგანი ძლიერი ანტიოქსიდანტია, ისინი გაბზარულ იმუნიტეტს მშვენივრად ამაგრებენ. მათი მიღება სასურველია აბების სახით, რადგან დარწმუნებულები ვერ ვიქნებით , რომ ჩვენთვის მისაწვდომი ხორცეული/თევზეული ამ მინერალებს საკმარისი რაოდენობით შეიცავს.

პ.ს როგორც ვიცი, ეს თემა ბევრს აინტერესებდა. ძალიან მისასალმებელია, თუ კი კომენტარებში თქვენს ნაცად ხერხებსაც გაგვიზიარებთ. 

გამოჯანრთელებას გისურვებთ!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

49 + = 55