რატომ არ უნდა მიირთვათ ტელევიზორის წინ?

ტელევიზორის ჩართვა და შემდეგ მისი ეკრანის წინ გემრიელად მოკალათება სადილითა თუ ვახშმით ხელში ყველამ კარგად ვიცით რომ საზიანოა, თუმცა ამას ყოველ ოჯახში ვხვდებით. ძირითადად ამ კომფორტული საქმიანობით მამაკაცები არიან დაკავებულები, თანაც ყველანაირი ასაკობრივი კატეგორიიდან. ქვემოთ გაეცნობით მიზეზებს,  თუ რატომ უნდა დავივიწყოთ ეს ჩვევა ..

მოკლედ, ყველასთის ცნობილია ერთი კანონზომიერების შესახებ- ასაკის მატებასთან ერთად, მცირდება ნივთიერებათა ცვლის აქტივობა, იზრდება ოქსიდაციური სტრესი და ანთებითი პროცესების სიხშირე. ეს ზოგადი პროცესები თანდათან წინაპირობას ქმნის გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების და ინსულტის შესაძლო განვითარებისკენ. აღმოჩნდა, რომ ტელევიზორის წინ ნოყიერი ვახშმის მირთმევა და შემდეგ ლურჯი ეკრანის წინ მოდუნებულად გატარებული საათები გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების განვითარების  მნიშვნელოვანი ხელის წამკვრელი ფაქტორია, განსაკუთრებით კი 49 წლის ასაკის შემდეგ . ზოგადად, ყოველ ასეთ თეორიას დამტკიცება სჭირდება!

ამრიგად, ქ.ათენში პროფესორი ცალამანდრისისა და მისი გუნდის თაოსნობით ჩატარდა ამ საკითხის შემსწავლელი კვლევა. კვლევაში 40-99 წლის  2000 პირი მონაწილეობდა, რომელსაც უკვე ჰქონდა გარკვეული  კარდიოვასკულური რისკ-ფაქტორები გამოვლენილი.

მკლევარებს სურდათ განესაზღვრათ  ცხოვრების პასიული წესისა და ტელევიზორის  ხანგრძლივი ყურების გავლენა  ამ პირებზე. კვლევაში მონაწილე პირები 3 ჯგუფად დაიყვნენ:

  • პირველი ჯგუფი- პირები, რომელიც ტელევიზორის/კომპიუტერის ეკრანის წინ კვირაში  7 საათზე ნაკლებს ატარებდნენ,
  • მე-2 ჯგუფი -ისინი, ვინც  ტელევიზორის ყურებას კვირაში 7-21 საათს ანდომებდნენ
  • და მე-3 ჯგუფი- ისინი, ვინც  ტელევიზორის ყურებას კვირაში 7-21 საათს ანდომებდნენ

 აღმონდა რომ : პირებს , რომლებიც 21 საათზე მეტ ხანს უყურებდნენ ტელევიზორს, გამოუვლინდათ არტერიული ჰიპერტენზიის განვითარების 68%-იანი და შაქრიანი დიაბეტის განვითარების  50%-იანი უფრო მაღალი რისკი

გარდა ამისა, ცნობილია რომ ტელევიზორის ყურება და საკვების მირთმევა ტვინის რამდენიმე უბნის მუშაობას  მოითხოვს ერთდროულად, ამ ორი პროცესის მუდმივი დუეტი  მეტაბოლიზმის შემცირებასა და  წონის მატებისკენ მიდრეკილებას იწვევს!

ასე რომ, როგორც კარდიოლოგი ექსპერტები გვირჩევენ,  მოძრაობა, მოძრაობა და მოძრაობა ! მეტი იმოძრავეთ  ნოყიერი კერძის მირთმევის შემდეგ, ტელევიზორის ყურებისთვის კი გვიანი საღამოს საათები გამოიყენეთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

58 − 52 =