მითები ვიტამინებზე

მოგესალმებით მეგობრებო, მიხარია, რომ არის ინტერესი ჩემი ბლოგის მიმართ, ამ ეტაპზე ისევ პერიოდულად შევეცდები, შემოგთავაზოთ მცირე ჩანაწერები აქტუალურ თემებზე,

დღეს კი ასეთი თემა იქნება მითები ვიტამინების გარშემო. ტერმინი “ვიტამინი” პირველად პოლონელმა მეცნიერმა კაზიმირ ფანკმა გამოიყენა და იგი დღემდე არ კარგავს აქტუალობას.

1.ვიტამინები ასუქებს

არის ასეთი არასწორი მოსაზრება, და  წონის დეფიციტის მქონე პირებში, შესაძლოა ასეც იყოს, თუმცა ნორმალური წონის მქონე ყველა ადამიანში ვიტამინის სწორი მიღება გასუქებაც არამც და არამც არ იწევს, რადგან ვიტამინი არ შეიცავს კალორიას! პირიქით, შესაძლოა თქვენ გარკვეული ვიტამინის უკმარისობა გაქვთ, ვიტამინი მიიღოთ და ამით თქვენი ნივთიერებათა ცვლა გამოასწოროთ და კიდეც წონაში დაიკლოთ. თუმცა ხშირად ვიტამინის აბი შეიცავს შაქრის მსგავსს ნითიერებებს, რომლებმაც წონაში მცირე ნმატება შესაძლოა მართლაც გამოიწვიოს;

2. ვიტამინები უსაფრთხოა

თან კი, თან არა! ცხიმში ხსნადი ვიტამინების (A, D, E, K ) მიღებისას სიფრთხილე გვმართებს, რადგან მათმა ჭარბმა მიღებამ შესაძლოა მათი ორგანიზმში დაგროვება და შემდეგ კი არასასურველი შედეგები გამოიწვიოს, ამიტომ ექიმთან შეთანხმების გარეშე დიდი რაოდენოთ ვიტამინებს ნუ მიეტანებით! განსაკუთრებული სიფრთხილე კი ხანდაზმულ პირებს ჰმართებთ!

3.ყველაფერი დ ვიტამინის ბრალია

სოციალური ქსელის მრავალ გვერდზე ხშირად შევხვდებით ასეთ მოსაზრებას, არაიშვიათად, ახალგაზრდა გოგონები აღნიშნავენ, რომ ისინი უჩივიან არასფეციფიკურ ჩივილებს, როგორიცაა მაგალითად გულის ფრიალი, ძილიანობა, საერთო სისუსტე, და ამაზე სვამენ კითხვას, ასეთი გოგონები ხშირად იღებენ რჩევას სხვებისგან, რომ “ეს ყველაფერი დ ვიტამინის ბრალია” . შესაძლოა ასეც იყოს! თუმცა ნუ დავაბრალებთ ზომიერზე მეტად ყველაფერს, რაც ჩვენს გარშემო ხდება ამ ეტაპზე ძალიან პოპულარულ ვიტამინს. ვფიქრობ, ამ თემამ ჩაანაცვლა თემა “ჩიყვზე”, რომელიც ასევე ყველაფერში იყო “დამნაშავე”, როგორც არაენდოკრინოლოგი ექიმების , ისევე პაციენტების აზრით.

4.ვიტამინი იწვევს ენერგიის გამომუშავებას.

ტერმინში „ვიტამინი“ ვიტა კი სიცოცხლეს აღმნიშვნელია, თუმცა ენერგიას თავად ვიტამინი სამწუხაროდ არ გამოიმუშავებს, ის ხომ არ შეიცავს კალორიას. მეორეს მხრივ, ისიც მნიშვნელოვანია, რომ ვიტამინი ნახშირწყალს ეხმარება ამ მნიშნელოვანი პროცესის გამხორციელებაში.

5.სინთეტიკური ვიტამინების მოხმარებას აჯობებს ბუნებრივი ვიტამინები მივიღოთ

ყოველთვის, არა! შესაძლოა ერთის მხრივ, ყველაფერი ნატურალური სჯობდეს , მაგრამ ამ შემთხვევაში, თუნდაც ავიღოთ დ ვიტამინი; ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება საკმარისი რაოდენობის სოკო ან თევზი მივირთვათ ან მზეს მივეფიცხოთ იმისთვის, რათა მივაღწიოთ დ ვიტამინის სასურველ მაჩვენებელს ორგანიზმში. ამრიგად, ექიმები რეკომენდაციას ვუწევთ დ ვიტამინის აბის სახით მიღებას , განსაკუთრებით კი ზამთრის პერიოდში.

6.C ვიტამინი ჰკურნავს გრიპს

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, აღნიშნულ ვიტამინს არ უკავია მკურნალის ნიშა, მისმა მუდმივმა და ზომიერმა მიღებამ შესაძლოა ვირუსული დაავადებების, მათ შორის გრიპის, თავიდან აცილება ან ინფექციური წყაროს შეხვედრის შანსი შეამციროს ( მცირედ).

D ვიტამინის დეფიციტი არასწორი კვება ასპარტამი აუტოიმუნური თირეოიდიტი დამატკბობელი დაღლილობა დიეტა დუკანის დიეტა ეიფორია ენდოკრინოლოგია ვნება თმა თმის ცვენა თმის ცვენის მიზეზები კეტოგენური დიეტა კეტონები კვება მაგნიუმი მითი ნახშირწყლები ოქსიტოცინი რკინის დეფიციტი საკვერცხის პოლიცისტური სინდრომი საქარინი სიმსუქნე სიყვარული სტატინი ტესტოსტერონი ფარისებრი ჯირკვალი ფრუქტოზა ქალები ქოლესტერინი ჩიყვი ცხიმი ცხიმოვანი უჯრედი ცხოვრების სტილი წონა წონაში ვერ კლება წონაში კლება ჭარბი წონა ჯანსაღი კვება ჰაშიმოტოს დაავადება ჰერკულესი ჰიპერქოლესტერინემია ჰორმონები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

3 + 4 =