მაგნიუმის 6 ჯადოსნური თვისება

მაგნიუმის კარგ და საჭირო თვისებებზე ბევრი გვესმის როგორც ექიმებს, ისევე პაციენტებს, მაგრამ კონკრეტულად რა სარგებელი მოაქვს მას ჩვენთვის, ვფიქრობ, ბევრმა არ იცის. ამიტომ შესაძლოა ამ ბლოგ პოსტის შემდეგ ამ მინერალს სხვა თვალითაც შეხედოთ.

ზოგადად, სხვადასხვა მინერალები და მათი როლი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება, ხშირად დიდი კონგრესებიც კი ეძღვნება მათ მნიშველობას, ტარდება მრავალი კლინიკური კვლევა და აღმოჩნდება, რომ რამდენიმე მათგანს უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ენდოკრინული დაავადებების მართვაში. მაშ ასე, რატომ უნდა მივირთვათ მაგნიუმით გამდიდრებული საკვები პროდუქტი:

        1. მაგნიუმი კალციუმისა და D ვიტამინის დიდი მეგობარია

მაგნიუმი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ძვლოვან ქსოვილში  კალციუმის ათვისებას, ასევე ცნობილია, ისიც რომ მაგნიუმს (რომელიც პარათირეოიდული ჰორმონის სინთეზში მონაწილეობს)  D ვიტამინის  თირკმლოვან გააქტიურებაშიც დიდი წვლილი მიუძღვის, ყველაფერი ეს კი მტკიცე და ჯანმრთელი ძვლის   შენარჩუნებაში გვეხმარება!

      2. მაგნიუმი შაკიკის წინააღმდეგ!

ამჟამად ტარდება რამდენი  კლინიკური კვლევა, რომელიც შეისწავლის  მაგნიუმის გავლენას შაკიკის მკურნალობაზე. მართალია, შაკიკისეულ აურაზე მაგნიუმს პირდაპირი გავლენა არ აქვს, თუმცა საყოველთაოდ მტანჯველ თავის ტკივილებზე კი , როგორც ამ კვლევის ავტორებს სჯერათ- კი! ამისთვის კი  მაგნიუმის სულფატის 1 გრამის ინტრავენური ინექციაა საჭირო. თუმცა, ჯერ ველოდებით უფრო ფართო და მტკიცე დადასტურებას. დამატებითი ინფორმაცია : აქ

      3. მაგნიუმი და პმს

პმს (პრემენსტუალური სინდრომი) არანაკლებ უსიამოვნო მოვლენაა ქალთა დიდი ნაწილის ცხოვრებაში, რომელიც თვეში ერთხელ მაინც ვლინდება. მაგნიუმი, განსაკუთრებით ვიტამინი B6-სთან ერთად ერთიანი ძალებით ებრძვის სპაზმებს, შეშუპებას, მეტეორიზმს და სხვა კლინიკური გამოვლინებებს.

      4. მაგნიუმი და გული

აღმოჩნდა, რომ მაგნიუმი მნიშნელოვნად ამცირებს არტერიული ჰიპერტენზიისა და ათეროსკლეროზის განვითარების რისკებს. შესაძლოა, მაგნიუმს ნაკლები როლი ჰქონდეს გულ-სისხლძარღვთა სისტემის უკვე განვითარებული დაავადებების მკურნალობაში, თუმცა პრევენციაში კი მას ლომის წილი აქვს.

თუ კი დავეყრდნობით, ფრემინგემის კარდიოლოგიურ კვლევას მაგნიუმის მიღება კორონალური დაავადებების განვითარების რისკს 58%-ით ამცირებს.

    5. მაგნიუმი და პრედიაბეტი/დიაბეტი

ყველამ კარგად ვიცით, რომ პრედიაბეტი/შაქრიანი დიაბეტი სხვა არაფერია, თუ არა ნახშირწყლოვანი და ინსულინური ცვლის დიდი ქაოსი. რამდენიმე მნიშნელოვანმა კვლევამ კი ცხადჰყო, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მაგნიუმის სათანადო მიღებას აღნიშნული მდგომარეობის/დაავადების თავიდან აცილებაში.

    6. მაგნიუმი გვაფრთიანებს!

მაგნიუმი რელაქსს რომ უკავშირდება ალბათ ესეც საყოველთაოდაა ცნობილია. რატომ? რადგან, მაგნიუმი  ჰიპოთალამუსზე ახდენს გარკვეულ გავლენას. ჰიპოთალამუსი, გარდა იმისა რომ ენდოკრინული ორგანოა, პასუხს აგებს ემოციების, პიროვნული თვისებებისა და ქცევების მართვაზეც.

მაგნიუმი მართლაც რომ ჯადოსნური მინერალია, თუმცაღა მისი მიღების საკითხი მაინც აჯობებს  ექიმს შეუთანხმოთ!

ქვემოთ კი მოგაწვდით იმ საკვები პროდუქტების სიას, რომელიც მას შეიცავს:

მზესუმზირის თესლი, სეზამის თესლი, ნუში, წითელი ლობიო,ისპანახი, ბროკოლი, ბანანი, სოიოს რძე, ძროხის რძე

 

მეტ სიმშვიდესა და ნაკლებ სპაზმურობას გისურვებთ, მაგნიუმთან ერთად 🙂

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

− 4 = 3