ჩემ შესახებ

მოგესალმებით!

მე გახლავართ ნესტან ბოსტოღანაშვილი, ექიმი, მედიცინის დოქტორი. ვმუშაობ ენდოკრინოლოგიის სფეროში. მაქვს გამოცდილება ლექტორად მუშაობისაც, მიყვარს პაციენტებთან და სტუდენტებთან ურთიერთობა.

მიყვარს წერა, მოგზაურობა, ბუნებაში სიარული.

შევეცდები, რომ ჩემი ბლოგით არამხოლოდ კოლეგები, არამედ პაციენტებიც დავაინტერესო. ჩავთვალე, რომ სხვადასხვა ინფორმაციის გაზიარება ბლოგ-პოსტების სახით  ნაყოფიერი და საინტერესო იქნება. მინდა, გთხოვოთ, გამოხატოთ თქვენი აზრი, რჩევები, კარგი იქნება თქვენი შეკითხვების მოსმენაც.

ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ამ სფეროში ცნობიერების ამაღლება, რომელიც არის კიდეც ჩემი ბლოგის უპირველესი მიზანიც.

განათლება:

  • 2007-2013 წწ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტი, ბაკალავრის დიპლომი
  • 2012 ქ.ტულუზის საუნივერსიტეტო ენდოკრინოლოგიური კლინიკა. ექიმის ასისტენტი
  •  თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტი: რეზიდენტურა კლინიკურ ენდოკრინოლოგიაში.
  • 2014-2018 თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტი, დოქტორანტურა ( კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინის პროგრამაზე)  კლინიკური ენდოკრინოლოგიის მიმართულებით, კლინიკა  “ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ” ბაზაზე.