5 მიზეზი, რატომ არ უნდა “გადავაგდოთ” ექიმი

  1. ექიმების დრო ძვირფასია! ექიმის დრო სინამდვილეში ძალიან შეზღუდულია. ამიტომ , თუ კი ვერ ახერხებთ მოსვლას, აუცილებლად უნდა გაგვაფრთხილოთ! ყველაფერი ხდება და ჩვენ, ექიმები აუცილებლად გაგებით მოვეკიდებით თქვენი არმოსვლის მიზეზს.
  2. ჩვენ ვღელავთ თქვენზე! თუ კი ვერ მოდიხართ ჩვენ ჩვენი დაკარგული დროის გარდა, თქვენი მდგომარეობაც გვანერვიულებს, იქნებ რა გიჭირთ..
  3. სხვა პაციენტი! შესაძლოა თქვენს ჩაწერილ დროზე , სხვა პაციენტს ვუთხარით უარი. ახლა, კი ისიც დაზარალდა.
  4. ცუდი რეპუტაცია! იმ ფაქტით რომ გაუფრთხილებლად არ მოხვედით, შესაძლოა, თქვენზე არასანდო დამოკიდებულება შეგვიქმნათ. ჩვენ ასეთ პაციენტს ცხადია მომავალშიც მაღალკვალიფიციურად მოვემსახურებით, თუმცა ორ ადამიანს- ექიმსა და პაციენტს შორის სანდოობას მოკლებული ურთიერთობა კარგი არაა.
  5. დაბოლოს, ჯარიმა! მრავალ ქვეყანაში არსებობს ძალიან სამართლიანი კანონი- თუ კი პაციენტი ვერ ახერხებს ჩაწერილ დროზე ექიმთან მისვლას და ამის შესახებ მას არ აფრთხილებს , იგი უბრალოდ ჯარიმდება. ამ ეტაპზე, ჩვენს ქვეყანაში ეს კანონი არ არსებობს, თუმცა ვნახოთ მომავალში რა იქნება:)
 მოკლედ, ამ მცირე პოსტში ვფიქრობ, ბევრი ყურადღებიანი ექიმის დარდი მოვაქციე. ამიტომ, ძვირფასო პაციენტებო, გთხოვთ თქვენც გამოიჩინოთ ყურადღება და გაგვაფრთხილოთ.
პაციენტსა და ექიმს შორის ჯანსაღი, ნდობით აღსავსე ურთიერთობა უკვე პირველი დიდი ნაბიჯია გამოჯანმრთელებისკენ!

ერთი კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

39 − 38 =