5 მითი ფარისებრი ჯირკვლის ირგვლივ

საქართველოში ფარისებრი ჯირკვალი და „ჩიყვი“ საკმაოდ აქტუალური თემა გახლავთ როგორც ექიმებს, ისევე პაციენტებს შორის. ხშირად ისეც ხდება, რომ ამ თემის გარშემო ბევრი არასწორი აზრი და მითი ვრცელდება. ამის მიზეზი  ინტერნეტში არსებული არასწორი ინფორმაციაა, ხშირად ვაწყდებით  სამედიცინო ყვითელი პრესის ფურცლებსაც, არაიშვიათად სამედიცინო მითების წყარო „ყველაფრის მცოდნე“ მეზობელ-ახლობლებიც არიან. მე ვფიქრობ,  აუცილებელია მათი დამსხვრევა და ამ გზით ცნობიერების ამაღლება. მაშ ასე:

  1. იოდის მიღება ყველასთვის საჭიროა!

ფაქტი: იყო დრო, როდესაც ექიმებიც უფრ თამამდ ურჩევდნენ ქალებს (განსაკუთრებით კი ორსულებს) იოდის მიღებას. შესაძლოა, ეს მე-20 საუკუნის გადმონაშთი ახლაც საკმაოდ აქტუალური იყოს, თუმცა გეტყვით, რომ იოდის დამატება (მედიკამენტის სახით) ნამდვილად სიფრთხილით უნდა მოხდეს.

მისმა არამიზმობრივმა გამოყენებამ შესაძლოა ფარისებრი ჯირკვლის კვანძისა და ქრონიკული აუტოიმუნური თირეოდიტის მიმდინარეობა დაამძიმოს.

  1.  ფარისებრი ჯირკვლის დაავადების დიაგნოსტიკისთვის მხოლოდ TSH-ის დადგენაა საკმარისი!

ფაქტი: არის პაციენტთა დიდი ჯგუფი, რომელიც თვით-კონტროლის მიზნით ყველასთვის ნაცნობ -თირეოტროპულ ჰორმონს ანუ  TSH-ს აბარებს. ჩემი რჩევა იქნება, რომ როგორც კარგად არ უნდა იცნობდეთ თქვენს სხეულსა და დაავადებას, სჯობს ექიმმა განსაზღვროს გამოკვლევის გეგმა, მით უფრო თუ პირველად ეჭიდებით ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევას. ეს ძალიან ინდივიდუალური საკითხია!

  1. ფარისებრი ჯირკვლის ყველანაირ დაავადებას „ჩიყვი“ ეწოდება

ფაქტი: მორიგი  და ხშირი შეცდომა. ჩვენს ქვეყანაში ტერმინი „ჩიყვი“ საკმაოდ ხშირადაა გამოყენებადი, თუმცა ჩიყვი გადიდებულ ფარისებრ ჯირკვალს ნიშნავს, ყველანაირი თირეოპათია კი როდი მიმდინარეობს ფარისებრი ჯირკვლის გადიდების ფონზე. ასე რომ სანამ იტყვით , რომ „ჩიყვი“* გაქვთ, საკითხი ექიმთან გაიარეთ, ეს მდგომარეობა არც თუ ისე მარტივია.

  1. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები მხოლოდ ქალებში ვლინდება.

ფაქტი: ნაკლებად ხშირი, თუმცა ასევე ალაგ-ალაგ გავრცელებული არასწორი აზრი. მართალია, თირეოპათიების გამოვლენის სიხშირე ქალებში 7-8-ჯერ მაღალია, მამაკაცებთან შედარებით, თუმცა ცხადია, მამაკაცებიც უნდა შემოწმდნენ ამ მიმართულებით.

  1. ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის/ ჩიყვის ბრალია!

ფაქტი: ამ მითის გავრცელებაში კი ვფიქრობ დამნაშავენი სხვა დარგის ექიმები უფრო არიან, ვიდრე თავად პაციენტები. ხშირად მსმენია, რომ დაუდგენელი სისუსტე, თავის ტკივილი და სხვა არასპეციფიკური კლინიკური გამოვლინებები  ფარისებრი ჯირკვლისთვის დაუბრალებიათ. ხშირად პაციენტს ყველაფერი რიგზე აქვს, მაგრამ მაინც საიდანღაც ისმის- „ ეს ჩიყვის ბრალია“.

 

არსებობს სხვა მრავალი არასწორი აზრი, რომელიც თქვენგანაც მინდა მოვისმინო. ხშირად ვაწყდებით კურიოზებსაც „ჩიყვი მაქვს ხოლმე“ ან  „ფარისებრი ჯირკვალი მაქვს მგონი და მაწუხებს“. ის კი ცხადია, რომ მითია თუ რეალობა,  საქართველოში ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები საკმაოდ აქტუალურად რჩება და მათ სწორი დიაგნოსტიკა და მკურნალობა სჭირდება!

 

*“ჩიყვი ეტიმოლოგიურად მომდინარეობს სიტყვისგან „ყიყვი“, რომელიც ყვისქვეშ გამონაზარდს ნიშნავს

13 კომენტარი

    1. მოგესალმებით, სოფო. შემიძლია, ჩემი ნომერი მოგცეთ. საკითხში უფრო უკეთ გასარკვევად აჯობს გამესაუბროთ: 557317088.ველი თქვენს გამოხმაურებას.:)

  1. მოგესალმებით ქალბატონო ნესტან,

    ულტრაბგერით გამოკვლევაში ჩანს 1-3მმ ზომის რამოდენიმე კისტა, ზოგიერთი მათგანის სანათურში ო,5 – 0,7მმ ზომის მიკროკალცინატი ვიზუალიზდება. ექოს ყოველ სამ, შემდეგ უკვე 6 თვეში ერთხელ ვიღებ. ზომები არ იცვლება. საჭიროა თუ არა სხვა გამოკვლევების ან ანალიზების გაკეთება?
    დიდი მადლობა

    1. ლიკა , გამარჯობა. ეს იმდენად საფრთხილო თემაა, რომ მხოლოდ ამ ინფორმაციით თავს შევიკავებ, კონკრეტული რჩევა მოგცეთ. სასურველია ექოგრამის ნახვა, რათა სრულფასოვანი პასუხი გაგცეთ. თუმცა, ზოგადად კი გეტყვით მიკროკალცინატის არსებობა ნამდვილად საჭიროებს სიფხიზლეს! კისტა ანუ ცისტა კი თხევადი ჩანართია, რომელი, როგორც წესი, არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს. თუ კი სურვილი გექნებათ, დამიკავშირდით და სიამოვნებით დაგეხმარებით. 557317088

  2. მქონდა ზომებში გადიდებული ჩიყვი, 19 წლის წინ ვიმკურნალე დაახლოებით 5 წლის შემდეგ ნორმაში ჩადგა, ბოლო 5 წელია აღარ გამივლია კონსულტაცია, თავს კარგად ვგრძნობ, ვიზუალურადაც ნორმაში მაქვს, მაგრამ მაქვს თმისცვენა, არასისტემეტურად ვიღებ იოდბალანსს

    1. ნონა მოგესალმებით, პირველ რიგში გირჩევთ იმას, რომ იოდის თვითნებურ დალევას აუცილებლად უნდა შეეშვათ. ხოლო რაც შეეხება სხვა დანარჩენს, სასურველია ხელახლა გამოეკვლიოთ ფარისებრის მიმართულებით. თუმცა თმის ცვენის სხვა მრავალი მიზეზიც არსებობს. (ამაზე მაქვს კიდეცბლოგპოსტი). წარმატებებს გისურვებთ.

  3. mSvidoba TqvenTana!
    ათეული წლებია მაწუხებს თირეოტოქსიკოზი, აღმომაჩნდა ეხოსკოპიით კვანძები წვრილწვრილი. , ვსვამ თიროზოლს დღეში 4 აბს. 2019 წლის31 იანვარს გავიკეთე ანალიზები ft 4-2,5 და tsh- 0,1 ., პროფესორი დავით მეტრეველი კარგა ხანია მთხოვს გავიკეტო ოპერაცია, ან დავლიო რადიაქტიული იოდი, რასაც მე ვერ შევძლებ! იქნებ რაიმე სხვა გამოსავალი მაპოვნინოთ, გევედრებით დამეხმარეთ.

    1. გამარჯობა, გაგცემთ კითხვაზე პასუხს აუცილებლად მოგვიანენით)

  4. მშვიდობა ქალბატონო ასმათ!
    რამდენიმე ათეული წლებია მაწუხებს თირეოტოქსიკოზი. ვმუკრნალობ წლებია ძალიან ძლიერ პროფესიონათან, და არაჩვეულებრივ ადამიანთან პროფესორ დავით მეტრეველთან, რომელმაც ძალიან ბევრჯერ წამომაყენა ფეხზე, რადგან ხშირად ვწყვეტდი თვითნებურად წამლის მიღებას და ლოგინად ვვარდებოდი… ახლა უკვე, ბატონი დავითი მთხოვს ოპერაციის გაკეთებას, ან რადიაქტიული იოდის მიღებას, რომლის გაკეთებასაც მე ვერ შევძლებ.
    უმორჩილესად, გთხოვ დამეხმაროთ, რომ ვიპოვო რაიმე სხვა გამოსავალი. ამა წლის 31 იანვარს გავიკეთე გამოკვლევა, აღმომაჩნდა ft 4-2,5. tsh-0,1: ეხოსკოპიით აღმომაჩნდა წვრილწვრილი კვანძები.
    ამ შემთხვევაში, იოდის მეტობა მექნება?

    1. მოგესალმებით, სამწუხაროდ ასე ზეპირად მეც გამიჭირდება კონკრეტული პასუხი გაგცეთ, თუმცა ზოგადი მონაყოლით რასაც აქ ვნახულობ, დავეთანხმები ჩემს უფროსს კოლეგას და სამწუხაროდ, იმ შემთხვევაში, თუ კი თირეოტოქსიკოზი წლებია უკვე გაქვთ და თანაც, დაავადება მუდმივად პროგრესირებს, ოპერაცია გარდაუვალი ხდება.

  5. მოგესალმებით ქალბატონო ნესტან, რამდენად საყურადღებო და საშიშია ასეთი პასუხები

    ფარისებრი ჯირკვალი- სიმეტრიული
    ექოგენობა-ნორმის ფარგლებში
    ექოსტრუქტურა-ერთგვაროვანი
    ვასკულარიზაციზომიერი
    კისრის ლიმფური კვანძები თავისუფალი..
    დასკვნა- მარჯვენა წილის ქვედა მესამედში ისახება შერეული ექოსტრუქტურის მიკროკალცინატი ზომით 13*9*11 და ორი ცისტა. 6*4. და 8*4.

    1. მოგესალმებით. ბოდიშს ვიხდი დაყოვნებული პასუხისთვის. მიკროკლაცინატი ყოველთვის იწვევს კითხვის ნიშნებს. თუმცა ასე გამიჭიდება, რომ სრულფასოვანი პასუხი გაგცეთ. 557317088, შეგიძ₾იათ დამიკავშირდეთ და შევეცდები უკეთ გაგარკვიოთ საკითხში.

  6. 7 წლის ბიჭს რამდენიმე თვეა ოფლიანობა აქვს ძილში, მთელ სხეულზე. ვასვი კალცი, მაგრამ არსფერი შედეგი არ გამოიღო. მაინტერესებს რამდენად საშიშია?

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ნესტან ბოსტოღანაშვილი კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

76 − 66 =